Tuesday, October 30, 2018

ოთარ ჭილაძე - რომ დაინახო . . . .

რომ  დაინახო  და  გაგიხარდეს,
რაღაცა  მაინც  უნდა  გიყვარდეს.
რაღაცა  მაინც  უნდა  გჯეროდეს -
ნაძალადევად  რომ  არ  მღეროდე.
ტყუილუბრალოდ  რომ  არ  იღწვოდე -
რაღაცა  მაინც  უნდა  იცოდე,
რაღაცა  მაინც  უნდა  გახსოვდეს -
რომ  არ  დანებდე  მტერს  არასოდეს.

Friday, October 26, 2018

8 კლასი-ისტორია - ბლიც კითხვები


2.3. თურქ სელჩუკები და ახლო აღმოსავლეთი. მანასკერტის ბრძოლა.

1.ვინ ითვლება თურქ სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებლად?
2.რომელი სახელმწიფო დაიპყრო პირველად თოღრულ-ბეგმა?
3.როდის დაიპყრეს სელჩუკებმა თითქმის მთელი ირანი?
4.როდის აიღეს სელჩუკებმა ბაღდადი?
5.რა ტიტული უბოძა ხალიფამ თოღრულ-ბეგს?
6.როგორ ხელისუფლად ცნო თოღრულ-ბეგმა სუნიტი ხალიფა?
7.რა საზღვრებზე ვრცელდებოდა სელჩუკთა სახელმწიფო თოღრულ-ბეგის დროს?
8.რა შედეგი მოყვა დემოგრაფიული თვალსაზრისით სელჩუკთა დაპყრობით ომებს ახლო აღმოსავლეთში?
9.ვინ გახდა თოღრულ ბეგის მემკვიდრე?
10.                 ვინ იყო სელჩუკთა სახელგანთქმული ვეზირი?
11.                 რომელ წელს ილაშქრა ალფ-არსლანმა საქართველოში პირველად?
12.                 როდის იყო ბრძოლა მანასკერტთან?
13.                 ბიზანტიის რომელი იმპერატორი დაატყვევეს მანასკერტის ბრძოლაში?
14.                 ვინ გახდა ბიზანტიის ახალი იმპერატორი რომელმაც უკანონოდ სცნო რომანოზ IV დიოგენეს მიერ დადებული ხელშეკრულება სელჩუკებთან?
15.                 როდის აიღეს სელჩუკებმა ნიკეა?
16.                 რომელი ხალხი ჩამოყალიბდა სელჩუკთა სასულთნოს საზღვრებში? მმართველობის სისტემაში რა უარყვეს სელჩუკმა სულთნებმა?
17.                 როგორ მმართველობას მიანიჭეს უპირატესობა სელჩუკებმა?
18.                 რა გამოეყო სამართალს სელჩუკთა სარწმუნოებრივ მოძღვრებაში?
19.                 რა ერქვა კანონმდებელთა წოდებას რომელიც ჩამოყალიბდა?
20.                 რომელი მისტიკური მიმდინარეობა გაჩნდა ირანში?

2.4. ჯვაროსნული ომების დასაწყისი

1.ჯვაროსნული ლაშქრობებს სათავე დაუდო?
2.ვინ სთხოვა დახმარება რომის პაპ ურბან II მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლაში?
3.სად და როდის გამოაცხადა ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება რომის პაპმა ურბან II ?
4.როდის აიღეს ჯვაროსნებმა ედესა, ნიკეა და ანტიოქია?
5.როდის აიღეს იერუსალიმი ჯვაროსნებმა?
6.ვინ გახდა ახლადშექმნილი იერუსალიმის სამეფოს მმართველი?
7.რომელი სამეფოები შეიქმნა ჯვაროსნების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე?
8.რა ეწოდა ფეოდალურ სამართალს რომელიც წერილობით გაფორმდა?
9.რაინდთა რა გაერთიანებები შეიქმნა მუსლიმებისაგან თავდაცვის მიზნით?

2.5. ჯვაროსნული ომები და მათი შედეგები

1.      როდის აიღეს სელჩუკებმა ედესა?
2.      რა გახდა ლაშქრობის საბაბი რაც სრული მარცხით დასრულდა.
3.      ვინ გააერთიანა ეგვიპტის დაქსაქსული მუსლიმური სახელმწიფოები?
4.      როდის აიღო სალაჰ-ად-დინმა იერუსალიმი?
5.      რა ბედი ეწიათ მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილე მონარქებს?
6.      რა ქალაქები წაართვა რიჩარდ ლომგულმა მუსლიმებს?
7.      როდის დაიპყრო რიჩარდ ლომგულმა კვიპროსი ?
8.      როდის გამოაცხადა ინოკენტი III მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა?
9.      ბიზანტიის ტახტის რომელი მაძიებელი შეუთანხმდა ვენეციის დოჟს ენრიკო დანდოლოს?
10.   როდის აიღეს ჯვაროსნებმა იერუსალიმი?
11.   რომელი სახელმწიფო შექმნეს ჯვაროსნებმა ბიზანტიის დაკავებულ ტერიტორიებზე?
12.  როდის შეწყდა ბოლო ჯვაროსნული ლაშქრობა?
  
2.6. ოსმალთა იმპერია და ბიზანტიის დაცემა

1.      როდის აიღეს ოსმალებმა ადრიანოპოლი?
2.      როდის დაამარცხა მურად I  სერბები კოსოვოს ველზე?
3.      როდის დაამარცხა თემურ ლენგმა ბაიაზეთ I ანკარასთან?
4.      ოსმალთა ჯარის საუკეთესო კორპუსს ერქვა?
5.      როდის მოაწერა ხელი ბიზანტიის იმპერატორმა იოანე VIII ფლორენციის უნიას?
6.      რომელი ციხესიმაგრე ააგო სულთანმა მეჰმედ II ?
7.      როდის დაიწყო მეჰმედ II კონსტანტინოპოლზე იერიში?
8.      ბიზანტიის რომელმა იმპერატორმა გაუგზავნა ელჩობა მეჰმედ II-?
9.      როდის შევიდა მეჰმედ II კონსტანტინოპოლში ზეიმით?

Saturday, October 20, 2018

8 კლასი-ისტორია - ბლიც კითხვები



თავი პირველი.
1.1.კონფლიქტები შუამდინარეთში

1. რა ტიპის კონფლიქტები იყო შუამდინარეთში?
2. რომელ ნომებს შორის  ბრძოლებია აღწერილი ყველაზე მეტად?
3. ვინ იყო მედიატორი ლაგაშსა და უმას შორის?
4. ვინ აწარმოა პირველი ომი შუამდინარეთის დასაპყრობად ძვ.წ. 2270 წ.?
5. ვინ გახდა შუამდინარეთში ბაბილონის მეტოქე ძვ.წ. 13-ე საუკუნეში?

1.2.ძველი ეგვიპტელების ომები

1. ვინ აწარმოა პირველი ბრძოლა ეგვიპტის გასაერთიანებლად?
2. ვინ გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე?
3. რა ეწოდებოდა ეგვიპტის მმართველს?
4. რა ახალი შეიარაღება გაჩნდა ეგვიპტეში?
5. სად აწარმოებდა ეგვიპტე დაპყრობით ომებს?
6. როგორი გემები ყავდათ ეგვიპტელებს?
7. ვისი ფარაონობის დროს გახდა ეგვიპტის სამიზნე ჩრდ.მდებარე სირია-პალესტინის ხე ტყე, ლითონები, წიაღისეული და მონები?
8. ვინ დაიპყრო სირია პალესტინა ძვ.წ. 1500 წ?
9. ვის ებრძოდნენ თუტმოს მესამის მემკვიდრეები?
10. როდის გაიმართა ქადეშის ბრძოლა?
11. ვინ შეებრძოლა ერთმანეთს ქადეშის ბრძოლისას?
12. როდის დაიდო ზავი ეგვიპტესა და ხეთებს შორის?
13. რამზესის მემკვიდრეების დროს ეგვიპტეს ეგეოსის კუნძულებიდან შეესია?
14. ვინ დაიპყრო ეგვიპტე ძვ.წ. 8-7 სს-ში?
15. ვინ დაიპყრო ეგვიპტე ძვ.წ.525 წ.?

1.3.ასურეთის ომები

1. უძველესი საგვარეულო ღმერთი ასურულ პანთეონში?
2. რამდენი ხანი ებრძოდა ასურეთი მეზობლებს?
3. რამდენ პერიოდად იყოფა ასურეთის ისტორია?
4. ვინ მიიღო მეფის ტიტული ასურეთში? -
5. ვისი ძალაუფლება გაიზარდა დაპყრობების შედეგად?
6. როდის იყო აღმავლობის პერიოდი ასურეთში?
7. ყველაზე სასტიკი მეფე ასურეთში?
8. ვინ იბრძოდა ქართველ ტომთა წინააღმდეგ?
9. ვინ გამოაცხადა ნინევია დედაქალაქად?
10. როდის გაიყო ასურეთი ორ ნაწილად?
11. ვინ გაანადგურა ასურეთი ძვ.წ.612 წ.?


1.4.ბერძენ-სპარსელთა ომები

1. როდის იყო ბერძენ-სპარსელთა ომები?
2. ომის პირველი ეტაპი?
3. ომის მეორე ეტაპი?
4. როდის გაუსწორდა სპარსეთი აჯანყებულ მცირე აზიის ბერძნულ ქალაქებს?
5. ვინ გადაწყვიტა ათენელთა დასჯა?
6. ათონის კონცხთან ბრძოლა?
7. მარათონის ბრძოლა?
8. ვინ სარდლობდა ბერძნებს მარათონის ბრძოლაში?
9. ვინ იყო ბერძენთა გამარჯვების მახარებელი რომელმაც შესძახა „გავიმარჯვეთ“?
10. როგორ ომს ეწეოდნენ ბერძნები?
11. როდის გარდაიცვალა დარიოს პირველი?
12. ვინ ადის ტახტზე დარიოსის შემდეგ?
13. თერმოპილეს ბრძოლა?
14. სალამინის ბრძოლა?
15. პლატეასთან ბრძოლა?
16. როდის მოკლეს ქსერქსე?
17. ვინ გამეფდა ქსერქსეს შემდეგ?
18. როდის დაიდო „კალიასის“ ანუ მუდმივი ზავი?

1.5.ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები

1.      ვინ მოამზადა ნიადაგი ალექსანდრეს ლაშქრობებისთვის?
2.      რა იარაღები შექმნა ფილიპე მეორემ?
3.      როდის მიადგა ალექსანდრე მც.აზიის მდინარე გრანიკოსის მარცხენა ნაპირს?
4.      ისოსთან ბრძოლა?
5.      გავგამელას ბრძოლა?
6.      როდის დაიპყრო ალექსანდრემ შუა აზია?
7.      როდის გადალახა მდ. ინდი ალექსანდრემ?
8.      როდის გარდაიცვალა ალექსანდრე?

1.6.რომი და კართაგენი

1.      რამდენი ხანი გაგრძელდა რომისა და კართაგენის დაპირისპირება?
2.      რომის დაარსდა?
3.      პირველი პუნიკური ომი?
4.      მეორე პუნიკური ომი?
5.      მესამე პუნიკური ომი?
6.      როდის აიღო ჰანიბალ ბარკამ რომის მფარველობაში მყოფი ქალაქი?
7.      როდის იყო კანესთან ბრძოლა?
8.      როდის დაამარცხა სციპიონ აფრიკელმა ზამასთან კართაგენელები?
9.      როდის აიღო სციპიონ აფრიკელის შვილიშვილმა სციპიონ ემელიუსმა კართაგენი?
10.  რა ეწოდა კართაგენს?


თავი მეორე
2.1. ბიზანტიისა და სასანიანთა ირანის დაპირისპირება მე-6-ე    მე-7-ე  საუკუნეებში

1. ვინ იყო ბიზანტიასა და ირანს შორის დაპირისპირების ინიციატორი?
2. რა შესთავაზა კავადს ბიზანტიის იმპერატორმა ანასტასი პირველმა?
3. სად დაამარცხა კავადმა ბიზანტიელები?
4. როდის დაიდო 7 წლიანი დროებითი ზავი ირანსა და ბიზანტიას შორის?
5. რა გახდა ომის განახლების მიზეზი?
6. როდის დაიდო საუკუნო ზავი?
7. სად მდებარეობდა სასანიანთა დედაქალაქი ქტესიფონი?
8. რა სურდა ირანის შაჰ ხოსრო პირველს - (531-579 წწ.)?
9. ვინ იყო ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე პირველი -527-565 წწ?
10. რა იყო იუსტინიანეს მიზანი?
11. როდის დაზავდნენ მეომარი მხარეები?
12. ზავის შემდეგ ხარკი დაეკისრა ვის?
13. ბიზანტიის ახალმა იმპერატორმა იუსტიანიანე მეორემ იკისრა თუ არა ხარკი?
14. რა მოხდა ხოსრო პირველისა და იუსტინიანე პირველის გარდაცვალების შემდეგ ირანსა და ბიზანტიაში?
15. ირანის რომელმა შაჰმა განაახლა ომი ბიზანტიასთან?
16. რა იყო ომის განახლების საბაბი?
17. ბიზანტიის რომელმა იმპერატორმა განაახლა ბრძოლები ირანთან და დაამარცხა ის?
18. როდის ჩაიტანა წმინდა ცხოველსმყოფელი ჯვარი ჰერაკლემ იერუსალიმში?


2.2.არაბთა სახალიფო და მისი დაპყრობები

1. როგორი ლიდერი იყო მუჰამედი?
2. ვინ გახდა მუსლიმთა მეთაური მუჰამედის შემდეგ?
3. რა უწოდეს აბუ ბაქარს 632 წ.?
4. რა უწოდეს არაბთა სახელმწიფოს?
5. რის უფლებას რთავდა მუსლიმებს ყურანი?
6. რას ეწოდება ჯიჰადი?
7. როდის დაამარცხეს არაბებმა ბიზანტია?
8. როდის დაამყარეს კონტროლი არაბებმა სირიაზე?
9. როდის შეუერთდა არაბულ იმპერიას ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკა?
10. რა რწმენა ჰქონდათ არაბ მეომრებს?
11. როგორები იყვნენ არაბი დამპყრობლები დაპყრობილი მოსახლეობის მიმართ?
12. ვინ გახდა 661 წ. სირიის მმართველი?
13. სად გადაიტანა მუავიამ დედაქალაქი?
14. ვინ დაიპყრეს არაბებმა ჩრდ.აფრიკაში?
15. როდის დაიძრნენ არაბები გიბრალტარისკენ?
16. როდის აიღეს არაბებმა ესპანეთი?
17. როდის შეუტიეს არაბებმა კონსტანტინოპოლს?
18. რამდენი იყო სახალიფოს მოსახლეობა 750 წ.?
19. რომელი რეგიონი განვითარდა სახალიფოში?
20. როდის აუჯანყდა ჰუსეინი ომაიანებს?
21. რამდენ ნაწილად გაიყო ისლამი?
22. ვინ დააარსა აბასიანთა დინასტია და როდის?
23. როდის და სად დააარსეს აბასიანებმა ახალი დედაქალაქი?
24. როდის და სად ჩამოყალიბდა ახალი დინასტია სახალიფოში?

Friday, October 19, 2018

8 კლასი-ისტორია; - ბლიც კითხვები




შესავალი
1.ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

1.რა გახდა ადამიანის უფლებების დამცველი დოკუმენტის შექმნის საჭიროება?
2.რა არის საზოგადოების ძირითადი მორალური კრედო?
3.საიდან იღებს სათავეს ადამიანის ძირითადი უფლებები სიცოცხლის და და ადამიანური ღირსების შესახებ?
4.სამი უძველესი წყარო სადაც აისახა ადამიანის უფლებებისა და პასუხისმგებლობის საკითხი?
5.გაერომ როდის მიიღო „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“?
6.რა უფლებები აქვს ადამიანს?
7.რას ეწოდება შეზღუდული უფლებები?
8.რა ახლავს თან ყოველ უფლებას?

2.ადამიანის უფლებათა თაობები და კლასიფიკაცია

1.რას ეწოდება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი?
2.რას ეწოდება პირველი თაობის უფლებები?
3.რას ეწოდება მეორე თაობის უფლებები?
4.რას ეწოდება მესამე თაობის უფლებები?
5.რა არის გლობალური პრობლემები?

3.კანონის უზენაესობა და კონსტიტუცია

1.რას ნიშნავს სიტყვა კონსტიტუცია?
2.როდის შეიძინა კონსტიტუციამ თანამედროვე მნიშვნელობა?
3.როდის მიიღეს საქართველოს პირველი კონსტიტუცია?
4.როდის მიიღეს საქართველოში დღეს მოქმედი კონსტიტუცია?

4.საზოგადოება და კონფლიქტის ტიპოლოგია

1.რას ეწოდება სამოქალაქო საზოგადოება?
2.რა არის კონფლიქტი?
3.რა სახის კონფლიქტები არსებობს?
4.საერთაშორისო ურთიერთობების რომელი ქვედარგი სწავლობს კონფლიქტებს?
5.საზოგადოებრივი კონფლიქტის რა ტიპები არსებობს?
6.რა ეწოდება კონფლიქტების მოგვარებას მესამე პირის მეშვეობით?




Wednesday, October 10, 2018

აკა მორჩილაძის სიტყვა საქართველოზე, ქართულ ლიტერატურაზე, კულტურაზე, ქართველ მწერლებზე...ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნისას


არსებობს დავიწყებული კულტურები, ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში, მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად ჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის.
მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან ერთეულ მოყვარეთათვისნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21- საუკუნემდე. ბედნიერებაა, რომ სწორედ ასეთ კულტურას წარმოადგენ და ამაზე ორი სიტყვის თქმა შეგიძლია. განსხვავებული არაფერი, მაგრამ უბრალოდ, ორი სიტყვა:
ეგებ რაღაც შორეული უცნობი კულტურა ვინმესთვის არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ ქართველებს ასეთი სიტყვა გვაქვსრაღაცასვეძახით ბევრ რამეს და ეს მარტორაღაცარ არის ჩვენთვის, არამედ სიცოცხლესაც ნიშნავს.
აი, ასეთ სრულიად უცნობ, უმეტესად პოლიტიკურად გაგებულ საქართველოს ისტორიაში ყოფილა უგრძესი პერიოდები, საუკუნოვანი დროები, როცა, ამ ქვეყნის არსებობა-არარსებობა სწორედ მისი კულტურა განსაზღვრავდა.
ჩემი, როგორც ქართველის ჭკუით, ძალიან ჯიუტი, უცნაური, ჰუმანისტური, მრავალგზის დამახინჯებული, მაგრამ კულტურა გვაქვს, ამას ვეძახით ჩვენ ქართულ კულტურას.
ასეთი ისტორიაა საერთოდ. ძველი, სისხლით და სიმძიმით სავსე. თავის შენახვის და გადარჩენის ამბავია ჩვენი ამბავი საერთოდ. ამ ამბის სიკეთე სხვა არამატერიალურ რაღაცებთან ერთად იყო სწორედ ჩვენი კულტურა.
მოკლედ რომ ვთქვა, დრამით რომ არ დაგღალოთ, (არ არის აქ ამის ადგილი), დღეს აქ არის ქართული ლიტერატურა, რომელიც, როგორც იცით, ძალიან ძველია, მრავალი საუკუნის. ჩვენ ვამბობთ - 1500 წლის, ვიღაც მეცნიერები ამბობენ, 2000-ის, 2500-ის... ჩვენ ამ საუკუნეებში ასე ვოპერირებთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს საუკუნეები არ არის პატარა დრო იმისთვის, რომ იმსჯელო რა არის ღირებული და არა არა.
როგორც ყველა ლიტერატურა, ქართული ლიტერატურაც ადამიანების გარშემო ტრიალებს.
აი, ის ჩვენი პირველი მოთხრობა, რომელშიც მეხუთე საუკუნის ამბავია აღწერილი, (ჩვენ უფრო გვიანდელი ხელნაწერიც გვაქვს) ძალიან გასაგები და სამსჯელო იქნებოდა სამყაროში მაშინაც და ახლაც, სკოლაში ისწავლება ჩვენთან, იმ ენით, რომლითაც დაწერილია მეხუთე საუკუნეში.
ეს არის მოთხრობა ქალზე და კაცზე, ოჯახზე, ერთგულებაზე, პოლიტიკაზე, ღმერთზე, რწმენაზე, პატიოსნებაზე, ათას რამეზე. ეს ყველაფერი ისეა აღწერილი, რომ იოლად მიხვდები, ადამიანის გულში და სულში ეს თხუთმეტი საუკუნეა არაფერი დიდად არ შეცვლილა.
თქვენ იცით, რომ ჩვენი კულტურის მეორე ნაწილი არის ანბანი, რომელზეც ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, ამით ვწერდით წიგნებს ქართველები.
ფუფუნებაა, ასეთი რაღაც რომ გაქვს ადამიანს. თქვენ უყურებთ გაოცებული და ჩვენ ვკითხულობთ. ამ დროს ჩვენ თქვენსას იოლად ვკითხულობთ, ეს უპირატესობა გვაქვს დამალული.

საუკუნეების მანძილზე ჩვენ ძალიან ბევრს ვთარგმნიდით, განსაკუთრებით აღმოსავლური ენებიდან, სანამ შეგვეძლო, სანამ მშვიდობა იყო. ჩვენ არ გვთარგმნიდა არავინ. ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ - არაფერს ჩვენსას. წარმოიდგინეთ ესეც რამხელა უპირატესობაა.

ჩვენ ვწერთ პროზას, ისტორიასაც ვწერთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქართველო არის პოეზიის ქვეყანა. აქ პროზაიკოსი რომ გამომიყვანეს, ვარ უხერხულ მდგომარეობაში. მე არ ვარ პირველი კატეგორიის ადამიანი ამ ხელობაში, რასაც მწერლობა ჰქვია. ჩვენი ქვეყანა არის პოეზიის. ხუმრობაა ძველ წიგნებში დარჩენილი, რომ რომანის წერას უნდა დრო, მაგიდა, ქაღალდი... ამ დროს ომია, უბედურებაა და ლექსი იწერება მუხლზე დადებულ ქაღალდზე. უცბად. აი, ეს შეგინახეთ.


უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ისტორიულ ქრონიკებსაც ლექსად წერდნენ. რომანებსაც წერდნენ ლექსად, სახელმწიფო ქაღალდები გვაქვს ჩვენ ლექსად დაწერილი. ხეებზე, ცხვირსახოცებზე, სასმისებზე, მერხებზე, ეს არის უცნაური ტრადიცია, რომელიც ახლა რომ გითხრათ, მეტ შრომას მოითხოვს, ვიდრე პროზის წერა, პროზა ისეთია - დაჯექი და ცოტა მოცლილი ადამიანის საქმეა.

ნუ, სტანდარტი ასეთია, პოეზია მაღალია. პოეზიით ცხოვრება ვიცით რაცაა - კიდევ უფრო მაღალია.

სულ ბოლო დრომდე პოეტი ისეთი ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც ადამიანს საკუთარი არსებობის სიხარულსა და განუმეორებლობაში არწმუნებდა. არწმუნებდა იმაში, რომ მისი ფიქრი მართალი, წრფელი ფიქრია და ხელოვნება დიადი რამეა. შენ იცოდი, რომ თვითონ არ შეგიძლია და არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ნაცვლად შენს ფიქრებს გამოხატავს. გადმოსცემს, გამოიცნობს, და ამას მეტი სისრულით და ოსტატობით აკეთებს.

პოეტი ისეთი ვინმე იყო ქვეყანაში, რომ 20 საუკუნოვანი ლამის აბსოლიტურიმონაქრიის ტრადიცია აქვს ამ ქვეყანას და გვყავს ბევრი მეფე რომელთა საუკეთესო მიღწევაც არის მათი პოეზია.

საქართველოს გაცნობა რა თქმა უნდა შეიძლება იქ მოგზაურობით, მაგრამ მაინც ჯობს ქართულმა ლიტერატურამ მოგახსენოთ თავისი ძველი და უცვლელი სათქმელი, იმის თაობაზე, რომ სიყვარული, მეგობრობა, სირთულეები, სიკვდილი და სიცოცხლე, ომი და მშვიდობა, იუმორი და ტრაგედია ისევე არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც თქვენი და ამაზე ლაპარაკი და თხრობა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრს არავის დედამიწის ზურგზე. ამის მრავალსაუკუნოვანი, სამყაროსთვის უცნობი ტრადიცია გვაქვს. ჩვენი ლიტერატურა ჩვენი აღსარებაცაა ჩვენი ოცნებაცაა ..

ახლა ასე ლამაზადაც არაა ყველაფერი. რადგან აქ ვართ დღეს, უნდა გითხრათ, რომ პოეტები და მწერლები ყოველთვის უპირატესი და საყვარელი გმირები იყვენ საქართველოში. ყოველთვის იყვნენ, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, ცნობადი სახეები. მაგრამ ამას მათთვის არც ყოფითი ნუგეში მოუტანია, და ამ ხელობას არასოდეს არ დაუცავს ძნელბედობისგან.

როგორც სამოცდაათი ან ორასი წლის წინათ, დღესაც ქართველი მწერალი შეიძლება გადაყვეს თავის ნაწერს. ან აქაც არაშემოქმედებითი გამოსავალი ეძიოს, ან უცხოეთს შეაფაროს თავი, შეიძლება მუშტიც მოხვდეს, შეიძლება ქუდიც ჩამოიფხატოს, რომ საზოგადოების გულისწყრომას მოერიდოს. აი ამ დიდი ისტორიული, როგორ გითხრათ, დამანგრეველი თუ აღმაშენებელი ქარტეხილების მიუხედავად, მწერალი მაინც რჩება საქართველოში გამორჩეულ ფიგურად, ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ყოველთვის იქ არის, სადაც ყველა არასდროს არ არის და ამავდროულად იქ არის, სადაც ყველა ყოველთვის მოიყრის თავს. ეს არის ჩვენი, ქართველი მწერლების ამბავი.