1.
პროექტის დასახელება: „ჩემი
სკოლა იუბილარია“
2.
პროექტის მოკლე აღწერა: სკოლას უსრულდება საიუბილეო თარიღი, 80 წელი არსებობიდან;
ამ თარიღის აღსანისნავად მოსწავლეთა ჩართულობის გააქტიურება;
3.
პროექტის სრული აღწერა: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციებს, ფოტო მასალას, ყოფილი მასწავლებლების და მოსწავლეების შესახებ.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები ერთიანდებიან სხვადასხვა
ჯგუფებში. ცალკეული ჯგუფები კი მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით: კერძოდ:
a. იძიებენ მათ შესახებ ინფორმაციას, სტუმრობენ მათ, იწერენ
ინტერვიუებს, ამზადებენ ვიდეო რგოლებს;
b. ეძებენ ფოტომასალას სკოლის შესახებ სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში;
c. ეძებენ იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციებს ვინც იყო
დამეგობრებული მათ სკოლასტან და შეძლებისდაგვარად უკავშირდებიან;
d. სკოლის ფარგლებში მოიძიებენ იმ ნივთებს, რომლებსაც საკუთარი ისტორია და ღირებულებები გააჩნიათ.(საჩუქრები, რომლებიც წლების მანძილზე სკოლას გადაეცემოდა, ჯილდოები, მოსწავლეთა თვითშემოქმედება და სხვა) გადაუღებენ ფოტოებს, გააკეთებენ ალბომს, სადაც მოთავსდება ფოტოები თავისი ისტორიით;
e. გარდა ამისა შეგროვდება ინფორმაცია სკოლის იმ კურსდამთავრებულებზე, რომლებმაც თავიანთ პროფესიაში გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს.შეგროვდება მათი ფოტოები და ბიოგრაფია.
f. ამზადებენ მოძიებულ მასალას
საიუბილეო დღეებისთვის; ვიდეო რგოლებს, სლაიდებს, საგამოფენო სივრცისთვის;
4.
მონაწილეთა ასაკი: 14 წ - 18 წლამდე / მე-8-მე-12 კლასები;
5.
ვადები: მთელი სასწავლო წელი, საიუბილეო წლამდე; (ყოველი თვის
ბოლოს ცალკეულ თემებზე მომუშავე ჯგუფების შეკრება.).
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
Ø ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, დახარისხება;
Ø სკოლის საიუბილეო ვიდეო რგოლის შექმნა; ამ რგოლის სკოლის
ვებ-გვერდზე განთავსება;
Ø საიუბილეო გაზეთის გამოცემა;
Ø „ძველი მეგობრების“
მოძიება, იმ სკოლების და ადამიანების მოძიება ვისთანაც სკოლას ჰქონდა კავშირი, საქართველოში
და უცხოეთში;
Ø ფოტომატიანის წარდგენა და ახლის შექმნა;
7.
მოსალოდნელი შედეგები:
Ø მოსწავლეებში კვლევისა
და ძიების უნარის განვითარება;
Ø კომუნიკაციის უნარის განვითარება;
Ø ტექნოლოგიების გამოყენების
უნარის განვითარება;
Ø ისტორიული მემკვიდრეობის
დაფასება;
Ø თაობათა შორის ურთიერთობის
გაფრთხილება; პატივისცემის უნარის განვითარება;
Ø მემკვიდრეობისადმი პასუხისმგებლობის
განცდის უნარის გაუმჯობესება;
Ø საინტერესო და სასარგებლო
გამოცდილების გაზიარება;
8. სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, ბერძნული და სხვა (სურვილისამებრ).
9. საგნებთან/საგნოვრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: იტეგრირებული.
10.მონაწილეები: სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ყოფილი მასწავლებლები
და მოსწავლეები; მოწვეული სტუმრები; სხვა სკოლებიდან:
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლევან ბუკია, სკოლის დირექტორის მოადგილე;
12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: bukialevani87@gmail.com
13. პროექტის ფორუმი: დისკუსია „ჩემი სკოლა იუბილარია“
14. პროექტის ვებ-გვერდი.ბლოგი: bukialevani87.blogspot.com
11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლევან ბუკია, სკოლის დირექტორის მოადგილე;
12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: bukialevani87@gmail.com
13. პროექტის ფორუმი: დისკუსია „ჩემი სკოლა იუბილარია“
14. პროექტის ვებ-გვერდი.ბლოგი: bukialevani87.blogspot.com
No comments:
Post a Comment